26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ჩვენ არაფრის არ გვეშინია, მოვუწოდებთ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდნენ რა ძალასთან გვაქვს საქმე - ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებაზე

"ნაციონალური მოძრაობა" საგარეჯოში მომხდარ დაპირისპირებას მართულს უწოდებს და აღნიშნულს სახელისუფლებო გუნდს უკავშირებს.

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტია ყველაფრის მიუხედავად, მაინც გააგრძელებს რეგიონებში შეხვედრებს. დაპირისპირების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგი პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

თავდასხმის შესახებ საუბრისას, ბრიფინგზე წარმოდგენილი იყო საგარეჯოდან ჩამოტანილი ქვებიც.

"ეს არის ის ნივთი, რითაც უპირისპირდება რუსული პარტია ქართველ ხალხს. ჩვენ, არაფრის არ გვეშინია, მოვუწოდებთ საზოგადოებას კარგად დაფიქრდნენ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცლიან მოქალაქეებთან შეხვედრას, პენსიონერებთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან შეხვედრებს. ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე და ეს არის, ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ და ეს ისტერიკა დაიმართეს მაშ შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები