გერმანელმა პროკურორმა, "ევრო ჯასტ"-ში გერმანიის წარმომადგენელმა იან მაკლინმა, "ღამის კურიერის" ეთერში ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ ისაუბრა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხებოდა.
მაკლინის თქმით, ქართველი და ევროპელი სამართალდამცველების უპრეცედენტო თანამშრომლობამ კარგი შედეგი აჩვენა და გამოძიებისთვის არაერთ საკითხს მოჰფინა ნათელი.
"ეს კონკრეტული თემა გახლავთ ძალიან კარგი მაგალითი, როგორი წარმატება მოაქვს თანამშრომლობას. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ჩვენს დისკუსიაში აისახება, მაგრამ ფართომასშტაბიანი ოპერაციის გათვალისწინებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში იყო რამდენიმე ქოლცენტრი, 6 ალბანეთში, 3 უკრაინაში და 26 სხვა ადგილებში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ რა მასშტაბებზეა გასული ეს დანაშაული. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, მსოფლიო მასშტაბით ხდება, გლობალური დანაშაულია, გამომძიებლები ხედავენ მხოლოდ სურათის ნაწილს, მაგრამ მათ გამოთვალეს, რომ ასობით ათასი დაზარალებულია. "ევრო ჯასტ"-ის მოქმედების შედეგად, ესპანეთში, ფინეთში, ესტონეთში გამოვლინდა, მაგრამ დანაშაულები აქ არ სრულდება, ზარალი ძალიან დიდია.
ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა და უპრეცედენტო თანამშრომლობა და შესაძლებელი გახდა ეს დაკავებები განგვეხორციელებინა, 4 დაკავების რაუნდი ალბანეთში და ერთი საქართველოში. ეს შესაძლებელი გახდა ძალიან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, რომელშიც ჩართული იყო სამართალდამცავი სააგენტოები", - განაცხადა იან მაკლინმა.