26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ხვალ ალბათ ოპოზიციიდან ვინმე მოგვიტრიალდება და გვეტყვის, სააკაშვილი რომ არ გადავეცით ესეც შემდეგი მიზეზი გახდება შემდგომი არასწორი და ურთიერთობის დამაზიანებელი ნაბიჯისა - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ანა წითლიძემ პირდაპირ აღიარა, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეს კი არ ეხება, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიციის საწინააღმდეგო დემარშია.

როგორც სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყანაზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"პრეზიდენტ ზელენსკის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებაზე ითქვა, რომ სინამდვილეში ყოფილა არა სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემა, მის ჯანმრთელობასთან, მის პატიმრობასთან, არამედ ყოფილა ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიციის გამო გამოცხადებული დემარში. აი ასე მონათლა ეს ყველაფერი ქალბატონმა ანა წითლიძემ, სულ რამდენიმე წუთის წინ და როგორც ჩანს, ეს არის სიმართლე, რასაც ვვარაუდობდით. მან ეს ყველაფერი ღიად თქვა პირდაპირ ეთერში. ესე იგი გამოდის, რომ სააკაშვილის გამო, ფორმალური მიზეზის გამო ურთიერთობის ეს უკიდურესად დაძაბვა განპირობებული ყოფილა საქართველოს მხრიდან არჩეული პოზიციის გამო, უკრაინაში მიმდინარე უმძიმეს მოვლენებთან მიმართებაში. საქართველომ რა პოზიცია აირჩია, რაც არის ასეულობით სამართლებრივ დოკუმენტში, უკრაინის მხარდამჭერ მკაფიო გზავნილებთან მიერთების თვალსაზრისით, ინიციატორობის თვალსაზრისით, თანასპონსორობის თვალსაზრისით. ხვალ ალბათ ოპოზიციიდან ვინმე მოგვიტრიალდება და გვეტყვის, რომ სააკაშვილი რომ არ გადავეცით ესეც შემდეგი მიზეზი გახდება შემდგომი არასწორი ნაბიჯისა და ამ ურთიერთობის დამაზიანებელი ნაბიჯისა. სინამდვილეში, როგორც ჩანს, არის ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, ოღონდ საქართველოს ხელისუფლების პრობლემა კი არ არის, ამ ქვეყანაზე ზეწოლის პრობლემაა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები