26 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, საქართველო ჯერჯერობით არ არის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ეტაპზე

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მიუხედავად მისთვის გარკვეული ულტიმატურმის წაყენებისა, საქართველო, ჯერჯერობით არ არის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ეტაპზე. თუმცა, როგორც ზაქარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, უკრაინის მხარის გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს, ურთიერთობების გამწვავებად.

"როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, ეს არის ურთიერთობების გამწვავება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის მხარეს დიდი ხანია ელჩი არ ჰყავს საქართველოში, ამის შემდეგ თეორიულად შესაძლებელია ის, რომ მოდით დავწიოთ დიპლომატიური ურთიერთობების დონე, რისი შემდეგი ეტაპიც არის ურთიერთობების გაწყვეტა.

თუმცა ჯერ არ ვართ ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ვინაიდან აკრედიტებული ელჩი საქართველოში ზოგადად არსებობს, თუმცა არა უკრაინაში, მაგრამ გაწვეულია კონსულტაციებზე. შემდეგი თეორიული ნაწილი არის ელჩების არარსებობა არც ერთი მხარის მიერ. ეს არის ურთიერთობების გაწყვეტის წინა ეტაპი, ჯერჯერობით, წინა ეტაპზე არ ვართ," - აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.

დღის ამბები