26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
აქვს თუ არა უკრაინას გავლენა საქართველოსთვის სტატუსის მიღების პროცესში და რა არის დავით არახამიას კონკრეტული ინტერესი - მის მორიგ განცხადებას, მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს

აქვს თუ არა უკრაინას გავლენა საქართველოსთვის სტატუსის მიღების პროცესში და რა შეიძლება იყოს დავით არახამიას კონკრეტული ინტერესი?! ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის მორიგ განცხადებას, მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ დაინტერესებული პირები საქართველოს წინააღმდეგ სწორედ უკრაინის ფაქტორის გამოყენებას ცდილობენ.

დავით არახამიას გზავნილებს სრულად იზიარებს "ნაციონალური მოძრაობა". უკრაინელი პოლიტიკოსის მსგავსად, თავადაც ფიქრობენ, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის პერსპექტივა ახლა ნაკლებად აქვს. სხვა პარტიებში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნისთვის უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა არა გადამწყვეტი.

უკრაინელი კოლეგის პოზიციას არ იზიარებენ ოპოზიციის მეორე ნაწილში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობის ცვლილების საკითხი მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმე და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია.

საქართველოში სიტუაციის დაძაბვის სურვილს უკავშირებენ სახელისუფლებო პარტიაში უკრაინელი პოლიტიკოსის პოზიციას. "ქართული ოცნების" შეფასებით, მათი მოკავშირეები ქვეყნის შიგნით, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

"ხალხის ძალა" დღეს გავრცელებულ წერილში, საქართველოს მიმართ უკრაინის დამოკიდებულებაზე საუბრობს. საზოგადოებრივი მოძრაობა, ზელენსკის გადაწყვეტილებას და უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს ქართულ ოპოზიციას უკავშირებს. არ გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის საკითხსაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მეორე ფრონტის მისაღწევად იყენებს. გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შიდა ოპოზიციური ძალები, გარე ძალების დავალებით მოქმედებენ და მათი ერთ-ერთი მიზანი კანდიდატის სტატუსზე ზემოქმედებაა.

საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი დეკემბერში უნდა გადაწყდეს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შეფასების თვალსაზრისით ქვეყანა სტატუს იმსახურებს.

დღის ამბები