26 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია, მალე გადავალთ კამპანიის რეჟიმში და არჩევნებისთვის მზადება სრულყოფილად დაიწყება - კახა კალაძე

თბილისის მერისა და "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები ყველა რეგიონში და ქალაქში ჩავლენ და შეხვდებიან ამომრჩეველს და პარტიის წევრებს.

მისი განმარტებით, "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო და სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია მალე დაიწყება.

"ყველა ქალაქში და რაიონში ჩავალთ, შევხვდებით ამომრჩეველს, შევხვდებით ჩვენი გუნდის წევრებს. დაწყებულია მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მალე გადავალთ კამპანიის რეჟიმში და არჩევნებისთვის მზადება სრულყოფილად დაიწყება", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები