26 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას - შალვა პაპუაშვილი 

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ტვიტერში" ეხმიანება.

შალვა პაპუაშვილი წერს, რომ "სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე ყველა აბსურდული ბრალდება უარყო."

"სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თვითდაზიანების და უსაფუძვლო ბრალდებების გამოყენება, როგორც ციხიდან გათავისუფლების სტრატეგია, ყველანაირ მორალურ საზღვრებს სცდება," – აღნიშნავს პაპუაშვილი. 

აქვე ნათქვამია, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა იგნორირება ან სხვაგვარად შელახვა არის ის, რაც ახლა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, სამართლებრივ ფრონტზე გამარჯვებისთვის, ყველაზე ნაკლებად სჭირდება უკრაინას."  

დღის ამბები