"კურიერის" ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, შვილმა მამა მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც მამას ფიზიკურად დაუპირისპირდა და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.
"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.