საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება იზეიმა. ბორჯღალოსნებს ისტორიული შანსი აქვთ, ნახევარფინალში ითამაშონ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას ანგარიშით 30-ით 17 სძლიეს, 4 ლელოს დადებისთვის ბონუს-ქულა აიღეს, რაც შესაძლოა მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.
ამ დროისთვის, ქართველ მორაგბეებს 9 ქულა აქვთ და C ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან 0 არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და იტალიას კი 5-5 ქულა აქვთ.
დღის ბოლოს, აფრიკელები არგენტინას ეთამაშებიან და არ არის გამორიცხულო, საქართველომ ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს.
დღემდე, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე 2018 წელს აღებული მეცხრე ადგილი იყო.