საინფორმაციო გამოცემა "პოლიტიკოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, "ფილიპ მორისმა" და "დანონემ" რუსეთის ბიუჯეტს გადასახადების სახით, ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადეს.
ანგარიშის მიხედვით, თამბაქოსა და კვების ინდუსტრიის ამერიკულმა და ევროპულმა გლობალურმა კორპორაციებმა 2022 წელს 214 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს მხოლოდ მათი რუსული ბიზნესის მეშვეობით და რუსეთის ბიუჯეტს საერთო ჯამში 3.5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს.
კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის უმეტესი ნაწილი აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდიოდა, ევროკავშირის კომპანიებმა 2022 წელს დაახლოებით 75.2 მილიარდი დოლარი მაინც გამოიმუშავეს და რუსეთის მთავრობის გადასახადებში თითქმის 600 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ "პეპსიმ" დაახლოებით 4.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.