26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას - ინფორმაცია დღეს, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გააცნო

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ მონაწილეობს. ირაკლი კობახიძემ არგუმენტად ცხრილიც წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების წილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაბალია.

ოპოზიცია საპასუხოდ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" რეკომენდაციების შესრულების ილუზიას ქმნის.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის მიზანი და გეგმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში ხელისშეშლაა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ ქვეყანამ ისტორიული შანსი არ დაკარგოს. თუმცა მისი შეფასებით, მხოლოდ ერთი მხარის ძალისხმევა რეკომენდაციების შესასრულებლად და პოლარიზაციის შესამცირებლად საკმარისი არ არის.

პოლიტიკური ოპონენტები 12 რეკომენდაციის შესრულების საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კი, ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მმართველ გუნდში ევროინტეგრაციის გზაზე არსებული წინაღობების მიუხედავად, პოზიტიური მოლოდინი აქვთ. "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველო სტატუსის მისაღებად, ნაკისრ ვალდებულებებს მაქსიმალურად შეასრულებს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველო წლის ბოლოს ელოდება.

დღის ამბები