26 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
თბილისში, მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

როგორც "რუთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. 

დღის ამბები