26 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და ისტორიული შანსი აქვს, ნახევარფინალში ითამაშოს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იტალიას 30:17 სძლიეს. 4 ლელოს დადებისთვის ბონუს-ქულა აიღეს, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

ამ დროისთვის, ქართველ მორაგბეებს 9 ქულა აქვთ და C ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფებიან, არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და იტალიას კი 5-5 ქულა აქვთ. დღის ბოლოს აფრიკელები არგენტინას ეთამაშებიან და თუკი ეს მატჩი ფრედ დასრულდა, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს.

დღის ამბები