26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"ეს განცხადება ჩემთვის სრულიად მიუღებელია იმიტომ, რომ არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ამას ვერასდროს დავეთანხმები" - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მისთვის სრულიად მიუღებელია.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში ვინმეს აწამებენ, მტკიცებულებების გარეშე დაუშვებელია.

"ეს განცხადება ჩემთვის პირადად არის სრულიად მიუღებელი, იმიტომ რომ არ არის მოყვანილი არცერთი მტკიცებულება და როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში თითქოს ვინმეს აწამებენ, ბუნებრივია ამას ვერასდროს დავეთანხმები. თუკი სადმე არის ამ რეგიონში ადამიანის უფლებები დაცული, განსაკუთრებით პენიტენციურ დაწესებულებაში, ლიდერი საქართველოა. ის რომ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა და არის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში, ვთავაზობთ საკვების მიღებას, მოვუწოდებთ მუდმივად, რომ მიიღოს ექიმებისგან შესაბამისი მკურნალობა - ესაა წამება? თუ ის არის წამება, რომ 2300-მდე ვიზიტორი ჰყავდა, თუ ის, რომ მისი სახელმწიფოს საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ნახულობენ?

ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება და რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი ღირსება, ზუსტად ვიცით, რომ განუხრელად ვიცავთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ძალიან მაღალ დონეზე პენიტენციურ დაწესებულებებში და ვერავისგან მივიღებთ მსგავსი ტიპის განცხადებას. ეს არის ძალიან სამწუხარო განცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას აბსოლუტურად ყველა კრიზისულ სიტუაციაში. იმ ფაქტსაც უნდა გამოვეხმაურო აქვს, რომ მათ შორის ჩვენი დიპლომატები საკუთარი სიცოცხლის ფასად იმყოფებოდნენ კიევში ბოლო წუთამდე, იმ დროსაც, როდესაც კიევი იბომბებოდა,"-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები