26 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს

"ქართული ოცნება" ქვეყნის მასშტაბით პარტიულ კონფერენციებს მართავს. დღეს, პარტიის თავმჯდოამარე და უმრავლესობის წევრები რუსთავში იმყოფებოდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნინო ლაცაბიძე და ბიუროს წევრები აირჩიეს.

დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი ღონისძიება გარდაბანში. გასვლითი ღონისძიებები მიზნად ისახავს პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებას.

თბილისის მერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. 

"პარტიული კონფერენციები გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში და ქალაქში მიმდინარე პრობლემებზე. 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება უკვე დავიწყეთ,"- აცხადებს კალაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონფერენციები გაგრძელდება. 

"დღეს დავიწყეთ კონფერენციის გამართვა ქვემო ქართლის რეგიონში. ავირჩიეთ რუსთავში პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჩვენი მიზანია საკადრო განახლება და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბარი,"- აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები