26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა - კახა კალაძე ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა:

ასევე როგორც კახა კალაძე აცხადებს, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.

"გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები