26 ნოემბერი 2024,   09:46
ვრცლად
eznam Zprvy: ჩეხეთმა 33 კომპანიასთან მიმართებით ანტირუსულ სანქციებში გამონაკლისი დაუშვა

ჩეხეთმა ანტირუსულ სანქციებში გამონაკლისი დაუშვა 33 კომპანიასთან მიმართებით. გამონაკლისი კომპანიებიდან უმეტესობა ენერგეტიკისა და ფარმაცევტულ სექტორში მუშაობს. ამის შესახებ გამოცემა Seznam Zprvy ჩეხეთის ფინანსურ და ანალიტიკურ ოფისზე (FAU) დაყრდნობით იტყობინება.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გამონაკლისი დაშვებულია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. შემთხვევების უმეტესობა ატომურ ენერგეტიკულ ინდუსტრიაში (37%) და ფარმაცევტულ მრეწველობაში (45%) დაფიქსირდა. კომპანიების სახელები და სხვა დეტალები არ სახელდება.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთის უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ CEZ-მა, რომელიც ფლობს Temelin-ისა და Dukovany-ის ატომურ ელექტროსადგურებს, შესაბამის სტრუქტურას არაერთხელ მიმართა სანქციებისგან გათავისუფლების მოთხოვნით.

CEZ-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ კომპანიამ შეიტანა "არაუმეტეს ათი" ასეთი მოთხოვნა. სეზნამ ზპრვი აღნიშნავს, რომ გამონაკლისი გაკეთდა იმისთვის, რომ კომპანიას შეეძლო გაეგრძელებინა თანამშრომლობა რუსულ საინჟინრო კომპანიებთან. CEZ-მა აღიარა, რომ მოთხოვნები ეხებოდა ბირთვულ ფირმებს MSA და Skoda JS.

დღის ამბები