ეროვნული გამოცდები 2023, უკვე მეორე დღეა გრძელდება. აბიტურიენტები, ისევე როგორც გუშინ, დღესაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებს აბარებენ.
ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია დილის 8 საათიდან დაიწყო. წელს უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი რეკორდულმა რაოდენობამ - 45 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.