26 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს: "პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა"

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ჯერ კიდევ 2016 წელს, არჩევნების წინ სააკაშვილის დაკვეთით კვლევები ყალბდებოდა და იმალებოდა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდოდა ქვეყნის სათავეში.

"ანუ რეალობა, რომ მიშა თავისი პარტიის ამომრჩევლის ნახევარსაც კი არ უნდა ქვეყნის სათავეში - იმალებოდა.

იმიტომ რომ მიშას ყოვლისშემძლეობაზე უნდა დამდგარიყო პოლიტიკა - ვინც ამას არ აჰყვებოდა, მოღალატედ ირაცხებოდა.

ტყუილზე უნდა აგებულიყო გეგმები.

ამაზე არაერთი კონფლიქტი მომსვლია - ნუ მერე დავიბლოკე კიდეც, რადგან რეალობის გაყალბებას ხელს ვუშლიდი.

ახლა რეალობის მთავარი გამყალბებელი ციხიდან ნეკნებს გვათვლევინებს - პუტინმა დამატყვევაო.

პუტინმა კი არა, საკუთარმა თავმა და რეალობის გაყალბებამ დაგატყვევა,"-წერს ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები