26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რომელ პროდუქტებზე შემცირდა ფასი და როგორ იკლო წინა წელთან შედარებით ინფლაციის დონემ

რძე, ყველი, კვერცხი, პური, ხორცი, ბოსტნეული, ზეთი, წინა თვესთან შედარებით ფასები ამ პროდუქტებზე შემცირდა. 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

საქართველოში ინფლაციის კლებასთან ერთად, ბოლო თვეების განმავლობაში დეფლაციაა, ანუ ამ პერიოდში პროდუქტებისა და მომსახურების ფასები მცირდება. ეკონომიკის მინისტრმა დღეს თქვა, რომ ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსგან განსხვავებით, ბევრ ქვეყანაში ამ დრომდე მთავარ გამოწვევად რჩება.

საპარლამენტო ოპოზიციისთვის, საქსტატის მონაცემები, მანიპულაციურია. ოპოზიციის წევრების განცხადებით მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არ გაზრდილა. უმრავლესობის წევრები კი აქცენტს, მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე აკეთებენ.

სწორი მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკური საფრთხეების ადეკვატური გათვლა - ექსპერტების აზრით ამ ფაქტორების გამო, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. ანალიტიკოსების შეფასებით პოზიტიური დინამიკა ეკონომიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დადებითად აისახება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რომ საბაზო ინფლაციამ , 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა.

დღის ამბები