26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით - სააკაშვილი 

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილმა დისტანციური ჩართვის დროს, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. სიტყვა მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა უკრაინულ ენაზე დაიწყო-მადლობა გადაუხადა ზელენსკის მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ უნდა დასანქცირდეს, ყველა ვინც საქართველოს და უკრაინას უღალატა.

სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ სისუსტის მიუხედავად ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ექსპრეზიდენტმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართა, მათ შორის დააყენა ღია დებატების საკითხი და მოითხოვა, სამაჯურის გამოყენებით მისცენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება. დაიწყება თუ არა 7 ნოემბრის საქმის ხელახლა განხილვა, ეს შემდეგ სხდომაზე გადაწყდება.

"ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით. 

რატომ გეშინიათ, ღია მიმართვა რომ იყოს?! მომეცით საშუალება დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე. თუ გინდათ, რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ, რომ არსად გაგექცეთ. რატომ ეშინიათ იმისა, რომ სააკაშვილს ღიად შეხვდნენ დებატებში, ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ - მე ვარ მართალი," - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები