"ლუკა ტერორისტი" - აღნიშნული წარწერა ჰააგაში, ბელორუსის საელჩოს კედელზე დღეს დილით გააკეთეს. გარდა ამისა, ჩამტვრეულია შენობის ფანჯრები.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის შენობის დაზიანების ბრალდებით, 31 წლის მამაკაცია დაკავებული.