26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებულმა აჯანყებამ რუსეთზე ომის დამანგრეველი გავლენა აჩვენა

ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებულმა აჯანყებამ რუსეთზე ომის დამანგრეველი გავლენა აჩვენა, ამის შესახებ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.

მისვე თქმით, პრიგოჟინის ამბოხი რუსეთის შიდა საქმეა და შეერთებულ შტატებს ამაში მონაწილეობა არ მიუღია.

"პუტინის ომი უკვე გახდა რუსეთის სტრატეგიული მარცხი. გასაოცარია, რომ პრიგოჟინის ქმედებებს წინ უძღოდა მისი მხრიდან მწვავე ბრალდებები კრემლის მიმართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ცრუ გამართლებასა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის წარმართვის შესახებ.

ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა გარკვეული პერიოდის განმავლობაში საგრძნობი იქნება, რაც არის მკვეთრი შეხსენება პუტინის ომის დამანგრეველი გავლენის შესახებ საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ რეჟიმზე. ეს იყო რუსეთის შიდა საქმე, რომელშიც შეერთებულ შტატებს არ მიუღია და არც მიიღებს მონაწილეობას,"-აცხადებს  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი  უილიამ ბერნსი.

 

დღის ამბები