26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
გზა გაწმენდილია, ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება მატარებლის მოძრაობა - პაატა მუჯირი

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილის, პაატა მუჯირის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, მგზავრებს ბილეთების ღირებულების 100% აუნაზღაურდებათ.

მუჯირის განმარტებით, ამ დროისათვის გზა გაწმენდილია, თუმცა ექსპერტების დასკვნის გარეშე მოძრაობა ვერ აღდგება. მისივე თქმით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია.

"მგზავრებს, ბილეთები ღირებულების 100% აუნაზღაურდებათ. გზაზე ექსპერტები, გეოლოგები და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. ამ დროისათვის გზა გაწმენდილია და ველოდებით ექსპერტებისგან დასკვნას. როდესაც გვექნება დასკვნა, რომ გადაადგილება უსაფრთხოა მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მატარებლების გადაადგილების განახლება. ამ მონაცემებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია", - განაცხადა პაატა მუჯირმა.

ცნობისთვის, გუშინ უხვმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია, რის გამოც დასავლეთის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მეწყერი ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში ჩამოწვა, რომელმაც რკინიგზა დააზიანა. ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

დღის ამბები