რამზან კადიროვი სიკვდილის პირას არის. ამის შესახებ ცნობები რუსულ და უკრაინულ მედიაში ვრცელდება, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, კადიროვს თირკმელების პრობლემები გაურთულდა და დიალიზიც ვეღარ შველის.
ამასთან, გუშინ კადიროვის შვილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და მამას ღმერთის წყალობა უსურვა.
"უსაზღვრო ბედნიერებაა, როდესაც გყავს ორიენტირი, ეტალონი. მხარი, რომელზეც ყოველთვის შეგიძლია, რთულ მომენტებში დაეყრდნო, მაგალითი რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდე და კეთილი მზერა, რომელიც ყველა ჯილდოზე ძვირფასია. ღმერთმა დაგლოცოთ, პატივცემულო რამზან კადიროვო", - წერს კადიროვის შვილი.
ნახეთ, ასევე : "ცხოვრება საინტერესოა, როცა ის მოკლეა" - რამზან კადიროვი გამოჩნდა