ზესტაფონი "მუსიკალური საღამოების" მარათონს შეუერთდა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იყო კვების სივრცე, საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები - ზღაპრის გმირები და სახალისო თამაშები, ქაფის შოუ. ღონისძიებას ყველა თაობის წარმომადგენელი ესწრებოდა.