26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
გარე ფაქტორიდან კი არ უნდა მივიღოთ დეპოლარიზაცია, ჩვენი მისაღწევი შედეგია, დეპოლარიზაცია არის დღეს და აქ - სალომე ზურაბიშვილი

გარე ფაქტორიდან კი არ უნდა მივიღოთ დეპოლარიზაცია, ჩვენი მისაღწევი შედეგია. დეპოლარიზაცია არის დღეს და აქ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსმა მოგვიტანოს ის შედეგი, რასაც ვერ ვაღწევთ ჩვენ თვითონ, ჩვენს შორის. გარე ფაქტორიდან კი არ უნდა მივიღოთ დეპოლარიზაცია, ჩვენი მისაღწევი შედეგია. დეპოლარიზაცია არის დღეს და აქ! დეპოლარიზაციაა, როდესაც ქალები მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან ერთი მაინც არ უნდა მოსულიყო? ერთს არ აქვს ინტერესი ქალთა უფლებების, ქალები და მშვიდობა, ქალები და უსაფრთხოება, რა როლი აქვთ, ერთს არ აქვს პატივისცემა იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც დღეს აქ მოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და დასხდნენ იმისთვის, რომ საქართველოში შედგეს ასეთი მაღალი დონის კონფერენცია. ეს არის მარტივი დეპოლარიზაცია. დეპოლარიზაცია შედგება პატარ-პატარა ნაბიჯებისგან. როცა ვაპირებდი ჩასვლას ჯერ სტრასბურგში და მერე ბრიუსელში, შევთავაზე ყველა პოლიტიკური პარტიისა და ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის ქალებს, რომ მოდით და ჩემთან ერთად წამოდით სტრასბურგში.

უარი მივიღე მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენლისგან. ვეხვეწე, ვეუბნებოდი, რომ მე ვიცი, ოპოზიციიდან ვინც მოდის, ყველა მზადაა იმისთვის, რომ იყოს ერთგვარი მორატორიუმი, რომ არავინ არ დაიწყოს იქ კრიტიკა, ხელისუფლება ასრულებს თუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, იქ ჩავდივართ იმისთვის, რომ ერთად მოვითხოვოთ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო შეთანხმება და ამ შეთანხმების გარანტორი ვიყავი მე. ვერ მივაღწიე, ვერ დავაჯერე ვერავის. მესამე მაგალითი იყო რუსთაველის თეატრში მოწყობილი „ათასი ქალი ევროკავშირისთვის და ევროპული სტატუსისთვის“. იქაც ვერ მივაღწიე იმას, რომ ერთი მაინც ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის, მთავრობის, პარტიის, ვინმე მოსულიყო და დამჯდარიყო ამ ათას ქალთან ერთად, რომ ეს ყოფილიყო მართლა გაერთიანებული საზოგადოება. ჩვენ თუ გვგონია, რომ დეპოლარიზაციას მივაღწევთ იმიტომ, რომ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და მერე მეორე მეორე დღეს გავიღვიძებთ და უცებ ერთმანეთი შეგვიყვარდება, არ მოხდება ეს,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

დღის ამბები