26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტის ახალი განკარგულება და ახალი სანქციები - ზელენსკის ბრძანებით, ქართულ ავიაკომპანია "ჯორჯიან" ეარვეისს" სანქციები დაუწესდა

უკრაინის პრეზიდენტი ორასამდე ფიზიკურ პირსა და სამასამდე კომპანიას სანქციებს უწესებს. ზელენსკის გადაწყვეტილება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. დასანქცირებულ პირებს შორის. რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილია. სანქცირებულია ასევე კომპანია "Georgian Airways". უკრაინის მხრიდან დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს.

დღის ბოლოს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, თამაზ გაიაშვილი გამოეხმაურა და უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,უსამართლო უწოდა. გაიაშვილის განცხადებით, რუსეთში ფრენებს თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც ახორციელებენ, თუმცა სინი სანქცირებულთა სიაში არ მოხვდნენ.

ზელენსკის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებს გაგრძელება ექნება. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი იმედი აქვთ, რომ უკრაინის მხრიდან გადადგმულ ამ კონკრეტულ ნაბიჯს, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესება არ მოჰყვება.

საქართველო რომ სანქციების გვერდის ავლით არ მოქმედებს, ეს დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკითხს გამოეხმაურა ქვეყნის პირველი კანონმდებელიც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გადაწყვეტილება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მიიღეს.

 

დღის ამბები