რეგიონებში "მუსიკალური საღამოები" გრძელდება. გორი, ქუთაისი, ამბროლაური, ზესტაფონი და წალკა - დღეს, ღონისძიებებს 5-მა მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი შოუები და სხვადასხვა აქტივობები 19 საათიდან დაიწყო, საღამოს კი გრანდიოზული კონცერტები ასრულებს.
"მუსიკალური საღამოები" მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.