ასობით დაზიანებული შენობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ათასობით დამწვარი ავტომობილი და გაძარცული მაღაზიები - საფრანგეთში არეულობა და შეტაკებები არ წყდება. პარიზის რამდენიმე უბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქვეყანაში ტრანსპორტის მოძრაობა და ქიმიურ აალებადი ნივთების გაყიდვა იზღუდება.
17 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის დაკავების მიუხედავად, დედაქალაქში საპროტესტო მღელვარება არ ცხრება. ოთხდღიანი დემონსტრაციების შემდეგ კი დაკავებულია ათასზე მეტი მოქალაქე; დაშავებულთა რაოდენობა კი 2- ათასამდეა.