26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
რაც რუსეთმა ჩვენთან დაიწყო ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოში, ყველას აქვს საკუთარი სათქმელი, რათა ევროკავშირი დაარწმუნოს, რომ კანდიდატის სტატუსის მოცემა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

პრეზიდენტი თქმით, რაც რუსეთმა საქართველოსთან - ფრენები, ვიზა დაიწყო, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება:

"ჩემი შინაგანი რწმენაა, რომ შეგნება იმისა, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ საქართველომ არ მიიღოს მეორედ ეს სტატუსი, არსებობს იმ ადამიანებთან, ვისთანაც მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა - ევროკავშირის ქვეყნების თუ სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. არ მიმაჩნია, რომ სტატუსის არ მოცემა შეცდომა იყო. მე, როგორც მოქალაქეს, მეწყინა, მაგრამ ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გაფრთხილება, რომ თქვენ კიდევ მეტი უნდა გააკეთოთ.

მთელი ეს პერიოდი, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთი ყველაფერში ცდება. მისი ყველა ნაბიჯი მცდარია. ადამიანის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე, რომ ყველაფერი უკუღმა მიდის. რუსეთმა ჩვენთან რაც დაიწყო - ფრენები, ვიზა, ამან ევროკავშირს შეაგნებინა, რომ რუსეთი საქართველოს ეთამაშება. შეიძლება ჩვენმა მთავრობამ ვერ გაიგო, მაგრამ ევროკავშირმა გაიგო, რომ აქ არის Soft Power თამაში და არ აქვთ მათ სურვილი, რომ ხელში მისცენ ასეთი გამარჯვება იმ დროს, როდესაც უკრაინა თავის ფრონტზე იმარჯვებს. ამიტომ, მგონია, რომ რეალური შანსი არსებობს. თუმცა ჩვენც უნდა მივცეთ ხელში რამე, რომ ეს შეძლონ. ეს დამოკიდებულია მთავრობაზე, თუმცა არა მხოლოდ - არსებობს ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, პოლიტიკური პარტიები. ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი, რათა ბოლომდე დავარწმუნოთ ევროკავშირი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს პირობები, რეკომენდაციები არსად წავა. ეს რეალურად არის ის, რაც ჩვენ გჭირდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა მენტალობიდან და სტრუქტურებიდან. ამიტომ, ეს ჩვენ გვჭირდება. ეს ჩვენთვის უნდა გავაკეთოთ,"- განაცხად სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები