26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ამ ქვეყნის სტუმრებისთვის უნდა იყოს პრინციპი, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - შალვა პაპუაშვილი

ამ ქვეყნის სტუმრებისთვის უნდა იყოს პრინციპი, რომ პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის საელჩოში გამართულ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელი არ მივიდა.

პაპუაშვილის თქმით, ყოველთვის ჰქონდა და ექნება რეაქცია, როცა ირღვევა ეს პრინციპი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართაც.

"ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სამწუხარო რაღაც მომენტები. ჩვენმა საზოგადოებამაც და ამ ქვეყნის სტუმრებმაც უნდა იცოდნენ, საქართველოს პარლამენტი არის ამ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და ამ ქვეყნის, ქართველი ხალხის პატივისცემა უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება ამ ხალხის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიმართ პატივისცემაში. ჩემთვის ეს ელემენტარულია. მე ამოვდივარ იქიდან, რომ ამ ქვეყნის სტუმრებისთვისაც ეს უნდა იყოს ელემენტარული პრინციპი, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის, ხალხის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. ეს პრინციპი სადაც და როგორც დარღვეულა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართაც, ყოველთვის მქონდა რეაქცია და მომავალშიც ყოველთვის მექნება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები