26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული - შალვა პაპუაშვილი Georgian Airways-ის სანქცირებაზე

ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება Georgian Airways-ის სანქცირების თაობაზე.

მისივე თქმით, საკითხი იმის თაობაზე, თითქოს საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა, უკვე დახურეს ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, რომლებმაც მსგავსი ფაქტების არსებობა ვერ დაადასტურეს.

"სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული. რაც შეეხება, ზოგადად, საქართველოს და სანქციებს, მგონი ეს საკითხი, ერთწლიანი დეზინფორმაციის შემდეგ, მათ შორის, სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა, ეს საკითხი დახურა ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, რომლებმაც მადლობები უხადეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც არამხოლოდ უზრუნველყო ის, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებს ან ეჭვს წარმოშობს, რომ საქართველოში ხდება სანქციების გვერდის ავლა, არამედ პირიქით - ეხმარება, რომ ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან გამოპარული ტვირთები ჩერდება საქართველოს საზღვარზე,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები