26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
სტატუსის არმოცემა არ მიმაჩნია, რომ შეცდომა იყო, ძალიან მეწყინა მეც, როგორც მოქალაქეს, თუმცა ეს იყო გაფრთხილება და არა შეცდომა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს ხვდება. საგარეო და საშინაო პოლიტიკა, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ევროპული პერსპექტივა - კითხვებისა და პასუხების ძირითად თემას, სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს. 

"ევროკავშირი ისტორიულად პირველი ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანება ყველას თავისი ნებით უნდა არა იმიტომ, რომ ვიღაც თავში გირტყამს და გაძალებს, ან ამას სხვადასხვა ფორმით გაძალებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამის მაგალითი. ჩვენ ხალხს უნდა.

ევროკავშირის გზავნილი ყველა ფორმით,რაც ასევე საჯაროდ გავიგონეთ, არის ის, რომ „ერთი პოზიტიური სიგნალი მაინც მოგვეცით ამ წლის ბოლომდე“. ყველაფერი ღია არის და ჩვენ რეალურად ვგრძნობთ, რომ ევროკავშირში გათვითცნობიერებულია ის აზრი, რომ არ შეიძლება რუსეთს ხელში მისცე რომელიმე ფორმის გამარჯვება და ეს ერთგვარად იქნება გამარჯვება, თუ საქართველოს არ მიეცემა [კანდიდატის სტატუსი]. მე მგონი, ეს სრულიად გათვითცნობიერებულია, მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი მომეცი იმისთვის, რომ მე ეს შევძლო და გაგიფორმო და პირიქით, ანტისიგნალები არ მომცე,როგორიც არის რუსული კანონი, ცესკო-ს კანონი,თავის დროზე, როგორიც იყო მოსმენების კანონი და ა.შ. ე.ი. მე აქ შემომაქვს იგივე ის პრინციპები, რომელსაც ევროპა ჩვენგან ელოდება, რომ არ შეიძლება ეს ნაბიჯები მიიღო. აქ ხალხის როლი არის უზარმაზარი. ერთი არის სტატუსის არმოცემა, რომელიც მე არ მიმაჩნია რომ შეცდომა იყო. ძალიან მეწყინა მეც, როგორც მოქალაქეს, თუმცა ეს იყო გაფრთხილება და არა შეცდომა, რომ თქვენ კიდევ ბევრი უნდა გააკეთოთ," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები