26 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ ამას არ მოყვება დასავლეთის მხრიდან სანქციები - თინა ბოკუჩავა Georgian Airways-ის სანქცირებაზე

უკრაინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით სანქციები Georgian Airways-საც დაუწესდა, აფასებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილს სიახლე არ გაკვირვებია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება და პროცესს გაგრძელებაც ექნება.

"ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ, როდესაც მთელი თავისუფალი სამყარო რუსეთს უწესებს სანქციებს, ნაცვლად იმისა, რომ საქართველომ დაიცვას დასავლეთის სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ, ქართული კომპანია თავად ხდება სანქციების სამიზნე უკრაინის მხრიდან. მე იმედი მაქვს, რომ ამას არ მოჰყვება, მათ შორის, დასავლეთის მხრიდან სანქციები,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, თეონა აქუბარდია კი მიიჩნევს, რომ ამ პროცესს გაგრძელება აუცილებლად ექნება.

"აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო Georgian Airways-ის დასანქცირება უკრაინის მხრიდან, რამდენადაც ერთის მხრივ, მოცემულობაში ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას, ისევე, როგორც ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანას, რომელიც პირდაპირ ფრენებს წყვეტს და ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია და, ასევე, ჩვენ ვხედავთ განცხადებებს Georgian Airways-ის ხელმძღვანელის, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაც არის მიმართული. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება ბოლო პროცესი და ამას მოჰყვება გაგრძელება,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები