26 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ოპოზიცია, კასპში განვითარებულ მოვლენებში მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს

ოპოზიცია, გუშინ კასპში განვითარებულ მოვლენებში მმართველ გუნდსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

"იქ იმყოფებოდნენ საჯარო მოხელეები სხვადასხვა რეგიონიდან, ქალაქიდან და შერჩეულები იყვნენ სპეციალური ფიზიკური მონაცემებით. ჩვენ წარსულში არაერთხელ გვინახავს მცდელობები ძალადობრივი გზით, საზოგადოების აზრის ფორმირების. ეს პროცესი იყო ორგანიზაებული "ქართული ოცნების" მიერ,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ”ანტიკორუფციული მოძრაობის” თავმჯდომარე ვასო ურუშაძე.

პარტიის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კი გუშინ განვითარებულ მოვლენებს ორგანიზებული ძალადობას უწოდებს:

"ის მეთოდები, რასაც "ოცნება" ებრძოდა, პრაქტიკულად საუკეთესოდ აითვისა. ჩვენ ვხედავთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობების მხრიდან მოწოდებებს და მეორე მხრივ ვხედავთ აბსოლუტურ დაუსჯელობას. ორგანიზებული ძალადობაა სახეზე, წინასაარჩევნოდ კი ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება,"- აღნიშნავს პარტიის ”საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.
კასპში ვითარება გუშინ, რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე ჩასული იყო "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს ხვდებოდა, რა დროსაც მას მოსახლეობა დაუპირისპირდა.

დღის ამბები