26 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 70 000-ით გაიზარდა და შეადგინა 1 271 000

წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 70 000-ით გაიზარდა და შეადგინა 1 271 000, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული.

"უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ შევადარებთ გასულ წელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე - 15.6%-მდე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30.0%, 30% იყო წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი. წელს ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა სიღარიბე - 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, უფრო ზუსტად, 535 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები