26 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს დღეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს, რის შემდეგაც, ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას. სტუმარს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც.

დღის ამბები