26 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
საუბარი არ არის "ნაცმოძრაობის" რეიტინგზე და საარჩევნო შედეგზე, აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე- თინათინ ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიების გაერთიანება მიმართულია არა კონკრეტული რეიტინგის დასადებად, არამედ ქვეყნის მომავლის გადასარჩენად.

თინათინ ბოკუჩავა ამბობს იმასაც, რომ სპეკულაციები კონკრეტულ საკითხებზე უნდა შეწყდეს.

"უნდა დავანებოთ თავი სპეკულაციებს და ურთიერთ თავდასხმას. ამაში ჩემი მხრიდან არანაირი მენტორული ტონი და დარიგება სხვის მიმართ არ არის. საუბარი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგზე და საარჩევნო შედეგზე. აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

ავტორი:თინათი ბოკუჩავა. 

დღის ამბები