"რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართალდამცველთა დანაშაულის პრევენცია უფრო ეფექტური იყოს" - ამ საკითხის განსახილველად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივითა და თავმჯდომარეობით, შესაბამისი საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა.
შეხვედრას პროკურატურის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამტკიცდა საბჭოს საქმიანობის წესი.
ყურადღება გამახვილდა პრობლემურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებზე. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი პრევენციის სპეციალური საბჭოს შეხვედრები, წელიწადში მინიმუმ ერთხელ გაიმართება.