26 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
გაფიცულმა მაღაროელებმა პარლამენტთან ღამე გაათენეს - მათი ნაწილი დღეიდან შიმშილობას იწყებს

გაფიცულმა მაღაროელებმა პარლამენტთან მეორე ღამე გაათენეს. მათი ნაწილი დღეიდან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადადის და შიმშილობას იწყებს. შეკრებილების განმარტებით, პროტესტი მათი პირობების სრულად დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება.

მაღაროელები ხელფასების მომატებას, შვებულებით სარგებლობის საშუალებას და სპეც. ტანსაცმელს ითხოვენ.

"ჩვენ ვიშიმშილებთ მანამ, სანამ ჩვენი პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ყველაფერზე უკვე უკან მისახედი მოჭრილი გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ შიმშილს და იმ საპროტესტო აქციას," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, არდემი სოფრომაძე.

"ჯორჯიან მანგანეზში" კი ამბობენ, რომ თანამშრომლებთან მათ ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ და გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული მოლაპარაკებით მიიღწევა.

"ჩვენ აქტიურად ვმართავთ შეხვედრებს ჩვენს თანამშრომლებთან იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე. ჩვენთვის ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს ძალიან რთული და მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით ჭიათურისთვის, ვინაიდან, ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. გამოსავალია მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმება," - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ ქუთათელაძე.

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები