იტალიაში, ქალაქ სორენტოში, 24 წლის საქართველოს მოქალაქემ კბილის პროთეზის წებო მოიპარა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.
ის პოლიციამ მალევე დააკავა - გაირკვა, რომ ქართველმა კაცმა 260 ევროს ღირებულების წებო მოიპარა. ნაძარცვი პოლიციამ უკან დააბრუნა, თავად ბრალდებული კი ახლა სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდება.