ერთ კვირაში მეორედ მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ ადიგენში, მუნიციპალიტეტის შვიდი სოფელი დააზარალა. სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვეღარ გაატარა და ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა. დაიტბორა ნათესები, წყალმა ნარგავები წაიღო; ხეხილი გაანადგურა სეტყვამ. დაზიანდა სახურავები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ცენტრალური გზები მძიმე ტექნიკით იწმინდება. უკვე დაიწყო ზარალის დათვლა. მანამდე ადიგენში ძლიერი წვიმა და სეტყვა 13 ივნისს იყო - მაშინ 12 სოფელი დაზარალდა.