26 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში" - სააკაშვილმა ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება გადაიფიქრა

ექსპრეზიდენტი, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აქტიურად აპირებს:

"ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც ვიხილე გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში.

საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ შეაღწია უკვე ყველა დონეზე.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა ვაპირებ ძალიან აქტიურად ჩართვას ქართულ პოლიტიკაში, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად.

უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ აქტიურად მოვაახლოვოთ მათ შორის ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით.

დღეიდან ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“ სადაც ფიზიკურად შევძლებ.

ასევე, როგორც ყოველთვის მოვუწოდებ ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისაკენ, მათ შორის პირველ რიგში ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას,"- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები