ვიმედოვნებ, რომ რუსეთის პრეზიდენტის და აფრიკის ლიდერების მოლაპარაკებები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე, პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს - ამის შესახებ გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.
როგორც გუტიერეშმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც არაერთი ქვეყნის კეთილგანწყობაზეა დაფუძნებული.