26 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებსა და 27 წევრ ქვეყანაში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება - ევროკავშირის ელჩი

ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, ასევე, 27 წევრ ქვეყანაში. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა - აცხადებს ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის პრემიერ-მინისტრის გუშინდელი შეხვედრების შეფასება სთხოვეს. როგორც დიპლომატმა განაცხადა, დარწმუნებულია, რომ დისკუსიები ბრიუსელში იყო გულწრფელი, ვინაიდან ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ სწორედ ამ ფორმატში გრძელდება პარტნიორობა.

"ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრი შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელ კომისარს. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჰქონდათ ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი დისკუსია, რადგან სწორედ ასეთი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან. საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ასე რომ, დისკუსიები არის ძალიან ღია, გულწრფელი და არსებითი. ასევე მინდა დავადასტურო, რომ ორშაბათს საღამოს მე, ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული ვიყავი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი, ძალიან არსებითი დისკუსია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, მაგრამ რადგან ეს იყო დახურული შეხვედრა, მე თავს შევიკავებ დეტალებში შესვლისგან. მსურს, მივულოცო მთავრობას ბევრი რეფორმა, ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია, მაგრამ სხვა გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ პროგრესს. ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად დიდი პროგრესი იქნება მიღწეული 12 პრიორიტეტზე. ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება პოზიტიური და კონსტრუქციული ამბები მოდიოდეს საქართველოდან. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს აღქმის გაუმჯობესება, ასევე 27 წევრ ქვეყანაში. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა და ჩვენი მხრივ, ვეცდებით, ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, დავეხმაროთ მთავრობას პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად 12 პრიორიტეტის შესრულების საფუძველზე, ასევე საქართველოს საერთო აღქმის საფუძველზე,"- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

დღის ამბები