რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება - მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით იწყებს.
ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოითხოვოს მასალები, დაათვალიეროს, დალუქოს ან ამოიღოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ასევე გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი, შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს.
ამავე პროექტით იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები. ცვლილებაზე დღეს ერთდროულად რამდნემე კომიტეტზე იმსჯელებენ.
"ეს კანონმდებლობა მთლიანად მიმართულია იმ მარეგულირებელი და ნორმატიული ჩარჩოს გაძლიერებისკენ და მისი აღსრულების უზრუნველყოფისკენ, რაც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ არის გარანტია უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდებისთვის.
დაგეგმილია მოსმენები საფინანსო კომიტეტში და ასევე ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ამას მოჰყვება დარგობრივი ეკონომიკისა და ჯანდაცვის კომიტეტები," - აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.