26 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან, იახტაზე გაჩენილი ცეცხლის შემდეგ 3 ბრიტანელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროსთან იახტაზე გაჩენილი ცეცხლის შედეგად, ამ დრომდე დაკარგულად 3 ბრიტანელი ტურისტი ითვლება.

უკვე დადგენილია, რომ ხანძარი ელექტროობამ გამოიწვია. მაშველები დაკარგულების პოვნას ცდილობენ.

ძებნის ოპერაციაში ჩართული არიან ბრიტანეთის წარმომადგენლებიც. ალმოდებული იახტიდან თავის დაღწევა 12 ადამიანმა შეძლო. ცეცხლის გაჩენის შემდეგ მათ თავის გადარჩენა ზღვაში გადახტომით შეძლეს.

დღის ამბები