საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს პარიზში "ვაიმარის სამკუთხედის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ.
Ukrinform-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"კანცლერი ოლაფ შოლცი 2023 წლის 12 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა მიეძღვნება რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას და ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის მზადებას.