უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეო-მიმართვაში ფრონტზე განვითარებულ ბოლო მოვლენებზე ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ტერორისტული სახელმწიფოს სრული, სამართლიანი პასუხისმგებლობა შეუცვლელი წინაპირობაა იმისა, რომ მსგავსი ბოროტება აღარ განმეორდეს.
"დღეს ჩვენ მოვახერხეთ კიდევ 95 ადამიანის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან. ასევე ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას უკრაინის სამხრეთში, დაახლოებით 4000 ადამიანის ევაკუაცია შევძელით. დატბორილია ათობით ქალაქი და სოფელი, უმძიმესი მდგომარეობაა კვლავ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში.
რუსი ტერორისტები აგრძელებენ საევაკუაციო გზების, საევაკუაციო პუნქტებისა და ნავების დაბომბვას, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა ეს კატასტროფა კაშხლის აფეთქებით შექმნეს. რუსული ტერორისტული სახელმწიფოს სამართლიანი პასუხისმგებლობა არის წინაპირობა იმისა, რომ მსოფლიოში ასეთი ბოროტება აღარ განმეორდეს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.